დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს და მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, "ლელოს" აქტივისტია 15.01.2020 00:25

ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა. პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა, რომელიც ამჟამად "ლელოს" აქტივისტი, 2019 წელს კი - ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. შსს-ს ინფორმაციით, საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. 

 

ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს - დეპუტატმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა მისთვის უცნობი მამაკაცი მას დაემუქრა: "ბაკურიანში ჩემს სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი კაფეში, სასრიალოსთან ახლოს და ვვახშმობდით. ამ დროს ჩემთვის უცნობმა კაცმა დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება და დებოში ატეხა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა. შვილებზე მუქარაც იყო," - ამბობს ოხანაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ