დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის მეთაურის თანამდებობაზე სახელმწიფო დუმას საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარუდგინა 15.01.2020 20:32

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის მეთაურის თანამდებობაზე სახელმწიფო დუმას რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარუდგინა. „ვლადიმერ პუტინმა მიხეილ მიშუსტინთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა. მისგან თანხმობის მიღების შემდეგ, პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა სახელმწიფო დუმას წარუდგინა“ ,- განაცხადეს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში.

 

ცნობისთვის, დღეს რუსეთის მთავრობა გადადგა. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიზანშეწონილად მიიჩნევს, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამოცხადებული წინადადებების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობა გადადგეს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მინისტრთა კაბინეტს შორის შეხვედრის დროს განაცხადა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ