დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

არაოლიმპიურ სახეობებში 2019 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა 16.01.2020 16:07

15 იანვარს, არაოლიმპიურ სახეობებში 2019 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის საიუბილეო საღამოს, სასტუმროში „ბილტმორ თბილისში“ შედგა.  

 

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდვდნენ.

 

ღონისძიებას მთავრობის, მერიის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები არაოლიმპიურ სახეობებში არიან:

 

შოთა თოფურია - საქართველოს ფუტსალის ასოციაცია

 

ლუკა ბრეგვაძე - საქართველოს პანკრატიონის გრაპლინგის და MMA ეროვნული ფედერაცია

 

ზურა თავბერიძე - საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაცია   

 

დავით გულისაშვილი - უშუს ეროვნული ფედერაცია 

 

ონისე ბუღაძე - ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია    

 

გიორგი კვესელაძე - საქართველოს რაგბის კავშირი  

 

კოტე ჯანაშია - საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაცია  

 

ლუკა შონია -  საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაცია

 

მერი არაბიძე - საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია    

 

ვახტანგ ჩიდრაშვილი - საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ