დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"დაიწყო ის პროცესი, რაც მსოფლიოს ბედისწერას დიდწილად განსაზღვრავს" 17.01.2020 12:51

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სენატის მიერ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას ეხმაურება:

 

"დაიწყო ის პროცესი, რაც მსოფლიოს ბედისწერას დიდწილად განსაზღვრავს. უდიდესი ალბათობით ე.წ. ლიბერალები ვერ შეძლებენ იმპიჩმენტი ბოლომდე მიიყვანონ და მხოლოდ თეორიულია შესაძლებლობა, რომ წაყენებული ბრალი სენატმა დაადასტუროს, სავარაუდოდ - ეს არც არის მათი მიზანი. ლიბერალებისთვის მთავარია პროცესი რაც შეიძლება გაჭიანურდეს და მას რაც შეიძლება მეტი აჟიოტაჟი, რომელიც ტრამპს მომავალი არჩევნებისთვის დააზიანებს, მოჰყვეს. ვნახოთ, რა მოხდება!


რასაკვირველია, აქაც დიდი გამოძახილი ექნება ამ პროცესს; აქაური "ლიბერასტების" სიშლეგეც მნიშვნელოვანწილად იქიდან საზრდოობს და "მსოფლიო ლიბერალიზმისთვის" საქართველოცაა ერთ-ერთი, მართალია, პერიფერიული, მაგრამ მაინც - "საომარ მოქმედებათა თეატრი!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ