დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"სანამ გამოსავალზე დავფიქრდებით გავაცნობიეროთ რასთან გვაქვს საქმე" 17.01.2020 13:22

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"--- სანამ გამოსავალზე დავფიქრდებით გავაცნობიეროთ რასთან გვაქვს საქმე ---


საქართველოში პოლიტიკური კრიზისი სახეზეა. არადა კრიზისი უფრო მსუბუქი მეჩვენება ამ დაჭაობებული პოლიტსიტუაციის შესაფასებლად. დღევანდელობას უფრო გახრწნილი მდგომარეობა ქვია და ამაში გადაჭარბებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან სახელმწიფო გაიხრწნა უკვე. გაიხრწნა საზოგადოებაც, რომელსაც ბიუჯეტის ძარცვაზე დაგეშილი, ქვეყნის გასხვისებაზე ორიენტირებული და აბორიგენი ერის, ქართველების გენოციდის შემსრულებელი პოლიტ მასა მართავს. ამ ივანიშვილისეულ და ლიბერასტულ-ქოცნაცურ ფეოდალურ-კლანურ სისტემას უკვე ეწირება ძირეული ქართული სახელმწიფოებრივი თუ კულტურული ფასეულობები. ეს პოლიტიკური ბალასტი კი მემკვიდრეობაა 27 წლიანი დასავლურ-კოლონიალური მმართველობისა. უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში ფეხმოკიდებული არნახული კორუფციისა. ქვეყანაში ამ მმართველობით ვაქჰანალიის ფონზე გააქტიურებულია ისეთი ისტორიული ხალხების მიზანმიმართული მოწოლა შემოსახლება საქართველოში, რომელნიც ისტორიის განმავლობაში გვანადგურებდნენ და მათი ეს შემოსევები ცნობილია როგორც--არაბობა, ყიზილბაშობა და ოსმალობა. ისინი ფულად გარიგებებში არიან საქართველოს პოლიტიკურ ჯგუფებთან და თავისი ინტერესების სანაცვლოდ ლობირებენ მათ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. მოკლედ და გასაგებად თუ ვიტყვით ამ პოლიტიკურად სრულებით გახრწნილ მასას საქართველო ქცეული აქვს დახლის საქონლად და ამითაც მდიდრდება.


ხშირად მეკითხებიან გამოსავალს. რომელ გამოსავალზე უნდა იფიქროს დღეს აქტიურმა ადამიანმა როცა საქმე აქვს ერთი ხელით და უდიდესი კაპიტალით ნამართ სისტემასთან რომელსაც ისე აქვს საზოგადოების ყველა ხვრელი ნაყიდ-გაკონტროლებული, რომ ნებისმიერ ხალხიდან გამოსულ ლიდერს გაანეიტრალებს თვითონ ქართველი საზოგადოებისვე ხელით.

დღეს ე.წ. პოლიტიკოსთა 99% ბიძინა ივანიშვილის თამაშშია ჩართული და მის ფეოდალურ სისტემას ემსახურება. ასეთ ფონზე კი რამე ნაბიჯის გადადგმა ხალხის გამოფხიზლება-ერთობის გარეშე შეუძლებელია.

P.S.ძალიან მოიკიდა საზოგადოებაში ფეხი ოცდაათმა ვერცხლმა, "- წერს გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ