დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

სურამში ქმარმა 30 წლამდე ასაკის ქალი ნაჯახით მოკლა 18.01.2020 13:33

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში 30 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. გარდაცვლილს თავის არეში ნაჯახით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

 

არსებული ვერსიით, ქალს აღნიშნული დაზიანებები ქმარმა მიაყენა და მიიმალა. დაზარალებული მიყენებული მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

 

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად.

 

ავტორ(ებ)ი : ipn

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ