დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 7 000 ლარიანი გირაო შეუფარდა 19.01.2020 19:04

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახლით 7 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ, პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ კი შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 40 დღე განესაზღვრა, ვახტანგ რობაქიძე გირაოს სრული მოცულობის გადახდამდე პატიმრობაში დარჩება. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რობაქიძის ადვოკატის განცხადებით, ისინი არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. ადვოკატის თქმით, მოსამართლემ „დაკვეთა შეასრულა“. ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ