დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"უღირსობას ვერ ნიღბავს თანამდებობა, ფული, დიდება, ანაფორა და ნაყიდი სახელი" 20.01.2020 16:35

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"-- სინდისი, ღირსება და ჩვენ --

(გადაავლე თვალი)


სასაცილოა ამოდენა სამყაროში ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა.

,იმ უხილავი დიდი თვალისთვის, რომელსაც უფალს ვუწოდებთ შეიძლება ათასწლეული წამიც არ იყოს, მაგრამ ადამიანებისთვის ის მთელი ისტორიული პროცესია სადაც უსულოთათვის შეუცნობელია გზანი უფლისანი, ხოლო სულიდან მხედველნი გრძნობენ კიდეც უფლის ხელს მათ წუთისოფელში.

არადა რითი აღარ არის სავსე ეს ცხადი, სააქაოს რომ ვუძახით, რა მშვენიერება, საცდური, ხელოვნური თუ ბუნებრივი სულის სატყუარა და მაცდური აღარ არის ჩასაფრებული მასში, რომ უფალს დაგაშოროს.

ესე იგი სააქაო გამოცდაა?

ალბათ. მაგრამ ნებისმიერ უფლის მძიმე გამოცდას ადამიანი ხომ უპირველესად თავისი ღირსების წინაშე აბარებს? ანუ იცავს იმას რაც მის სულში გადაფსკვნა უფალმა და ეს პირველ რიგში ღირსებაა სინდისთან გადაჯაჭვული. მაშ რა გამოდის? ის რომ ადამიანში ჩაბრძანდა თავად ღმერთი ღირსების და სინდისის სახით. ამიტომ ადამიანის ღვთისნიერებაც ღირსება სინდისით იზომება. ზოგი სათუთად უფრთხილდება მათ, ზოგი კი მარად ნეხვშია ამოთხვრილი სინდისიან ღირსებიანა.

უღირსობას ვერ ნიღბავს თანამდებობა, ფული, დიდება, ანაფორა და ნაყიდი სახელი.

ამიტომაცაა ქვეყანა უღმერთოდ დარჩენილი და ამიტომაც ვისჯებით ჩვენი სახელმწიფოიანა გაქრობით. ეს არის ქვეყანა რომელსაც უღირი და უსინდისო უღმერთოები განაგებენ, ხოლო დანარჩენი უღირსები ხელისუფლების გადაბარების რიგში დგანან.

ხალხი? ხალხი ყველაზე დიდი უღირსი და უსინდისოა, რადგან უღირსები და უსინდისოები დაისვა თავზე და გააღმერთა. ჩვენში უფალი დაიკარგა სინდისთან და ღირსებასთან ერთად, მაგრამ ერი და ბერი ისევ გაბრწყინების მოლოდინშია.

კი ბატონო ელოდეთ, ეგრე გაბრწყინების მოლოდინი მხოლოდ თქვენი ნებაა, რადგან უფლის ნება აღარ არის თქვენში.

ერთი კია, რაც დრომ დაამტკიცა: -- ის საზოგადოება ვერასდროს გაიმართება წელში სადაც ყველაზე დიდი ტყუილი ყველაზე დიდი სიმართლეა, ხოლო ყველაზე მეტად უღირსი ამავე საზოგადოების მამადაა შერაცხული...,"-  წერს  გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ