დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ მეორე წინასწარ მოხსენებას აქვეყნებს 21.01.2020 11:28

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ Boeing 737-ის ჩამოგდების შესახებ თავისი მეორე წინასწარი მოხსენება გამოაქვეყნა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოინგი Tor-M1 საზენიტო სარაკეტო სისტემიდან გასროლილი ორი რაკეტის შედეგად ჩამოვარდა.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 6:12 საათზე აფრინდა და დისპეტჩერებთან კონტაქტი 8,100 ფუტის სიმაღლეზე დაკარგა. 6:15 საათზე ბოინგი მეორადი სადამკვირვებლო, ხოლო 6:18 საათზე მთავარი რადარებიდან გაუჩინარდა.

 

შეგახსენებთ, რომ თეირანთან ახლოს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ 11 იანვარს აიღო. მათ აღიარეს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა“ გახდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ