დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ნებისმიერ სტრუქტურას სათავეში სჭირდება დარგის პროფესიონალი, რომელმაც იცის რა და როგორ აკეთოს" 21.01.2020 12:56

ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"სანამ ლიბიაზე დავდებ პოსტს, ერთი რეპლიკა კულტურის სამინისტროს აღდგენის შესახებ.


ნებისმიერ სტრუქტურას სათავეში სჭირდება დარგის პროფესიონალი, რომელმაც იცის რა და როგორ აკეთოს და ამისათვის მას აქვს სათანადო უფლებამოსილება.


თუ ასეთ დიდ სამინისტროებში, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა სფეროს სტრუქტურები, თუ მინისტრის გარეშე არაფერი წყდება, მაშინ მართვაში და ფუნქციების დელეგირებაშია პრობლემა.


შვეიცარიაში სპორტი თავდაცვის დეპარტამენტში შედის, განათლება, მეცნიერება და ეკონომიკა ერთ დეპაეტამენტშია და ა.შ. დარგების გაერთიანება კი არაა პრობლემა, მართვას სჭირდება სწორად ორგანიზება.


ისე, მართვის თეორიას ნორმალურ სამხედრო სასწავლებლებსა და აკადემიებში სიღრმისეულად ასწავლიან. სამოქალაქო უნივერსიტეტებში არ ვიცი რა ხდება. ამიტომაა, სამხედროებს გინდა გუბერნია ჩააბარე, გინდა სკოლა, გინდა სამინისტრო, ის დაიწყებს მართვის სწორად ორგანიზებით, რადგან მას ასწავლიან რომელ რგოლში რა ფუნქციების მართვა სჯობს ცენტრალიზებულად, რა ფუნქციებზე უნდა მისცე დელეგირება, ანუ დეცენტრალიზებული მართვა და ა.შ." - წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ