დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"უბრალო სურდოსა და გრიპის გამო ადამიანი შეიძლება "გატყავდეს" - ჯერ ექიმთან ვიზიტის, შემდეგ კი - გაძვირებული მედიკამენტების ფასების გამო" 22.01.2020 12:04

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მე პირადად დავრწმუნდი, რომ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას თავისი სოციალური შეღავათებით, რიგ შემთხვევებში არასწორი მიმართულება აქვს აღებული. უბრალო სურდოს და გრიპის (ან ყურის თუ თვალის ტკივილის) გამო ადამიანი შეიძლება "გატყავდეს" - ჯერ ექიმთან ვიზიტის, პროცედურების ჩატარების, შემდეგ კი უსაზღვროდ გაძვირებული მედიკამენტების ფასების გამო (ჩვენი დაბალი ხელფასებისა და ცხოვრების დაბალი დონის პირობებში).


ამიტომაც, დიდწილად, მოქალაქე კლინიკაში არ მიდის - იცის, რომ მომსახურება ფასიანია, წამლების ყიდვა - კიდევ უფრო უარესი (ფასდაკლებითი აქციები უმნიშვნელოა - ვთქვათ, 37-ლარიანი წამალი ფასდაკლებით მაინც 32 ლარი ღირს!).


აქედან გამომდინარე, განა უმჯობესი არ არის ავადმყოფობის პროფილაქტიკა და მისი მკურნალობის პირველი ეტაპი უფასო ან ნაკლებდანახარჯიანი იყოს? პაციენტი თავის ავადმყოფობას ქირურგიულ ჩარევამდე (საოპერაციო სტადიამდე) აღარ მიიყვანს და ძვირადღირებულ ოპერაციებზე სახელმწიფო მილიონობით ლარს აღარ დახარჯავს (ამით ვამაყობთ, მაგრამ განა ეს საამაყოა?).


მოკლედ, ოპერაციების დაფინანსების სისტემა უნდა შენარჩუნდეს (გარკვეული კორექტივებით), მაგრამ პროფილაქტიკას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.


-----------
რაც შეეხება წამლების ფასების სწრაფ მატებას, ეს ცალკე თემაა. ალბათ, მალე ისეთი სიტუაცია დადგება, რომ ხალხი აფთიაქებს ბრიტანელი ლუდიტებივით მოექცევა...."
- წერს სიმონ კილაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ