დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"შეხედეთ და დაინახავთ, დღე და ღამ რისთვის წვალობენ და მთელ ქვეყანასაც გვაწვალებენ" 22.01.2020 12:40

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"არჩევნები საბედისწერო განსაცდელად არ უნდა გვექცეს. არჩევნები შესაძლებლობაა, რომ ხვალ უკეთესი რეალობა შევქმნათ და იგი არ უნდა იქცეს საფრთხედ - ბოროტის მეუფება დავაბრუნოთ.


ნაცები რომ ბოროტებაა, არა მხოლოდ მათი წარსული, არამედ უწინარესად - სწორედაც აწმყო და ასევე, მათი სამომავლო განზრახვანი, გამუდმებით ადასტურებს.


მათი ბოროტების მთავარი მამხილებელი არა მხოლოდ წარსულში, არამედ აწმყოშიც, ე.ი. აქ და ახლა - მათივე ქცევაა: ნებისმიერი მათი სიტყვა და ქმედება, რაც მთავარია, დაუფარავი ყოველი განზრახვა - დღეს უფრო მეტი და მძიმე განსაცდელის, ვიდრე გუშინ გამოიწვიეს, შექმნაა. თანაც ისე, რომ ყველაფერი ხელისუფლებას, უარესიც - სახელმწიფო ინსტიტუტებს დააბრალონ.


შეხედეთ და დაინახავთ, დღე და ღამ რისთვის წვალობენ და მთელ ქვეყანასაც გვაწვალებენ:


არა ვითარების დამშვიდება, არამედ - მაქსიმალურად არევა!

არა წესრიგი, არამედ - მზარდი ქაოსი!

არა კეთილი სიტყვა, არამედ - შემოქმედის გმობა და ადამიანის ლანძღვა-გინება!

არა სათნოება, არამედ - სიბილწე!

არა ეროვნული მშვიდობა და თანხმობა, არამედ - რაც შეიძლება მეტი შუღლი და მტრობა!

არა კონსტიტუცია და სამართალი, არამედ - ნაცების ბორტი ნება!

არა მართლმსაჯულება, არამედ -„შავი სია“!

არა უკეთესი ხელისუფლების არჩევა, არამედ - არსებულის დამხობა!

არა ქართველი ხალხი, არამედ - განაცებული ბრბო!

არა ქართველთა ერი- სახელმწიფო, არამედ - ნაცების ბოროტი კორპორაცია!

არა ქვეყანა, არამედ - ნაცების სამოქმედო ტერიტორია!

ხოლო საბოლოო ჯამში:

არა „ბოროტსა სძლია კეთილმან“ არამედ - პირიქით!


ჭეშმარიტად: „ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან!“"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ