დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

გურამ ქართველიშვილის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს 22.01.2020 16:25

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"--ღია წერილი ბიძ(გვ)ინა ივანიშვილს ---


ბატონო ბიძ(გვ)ინა გავიგე ამერიკის დიდი კომისია უნდა დაგეცეთ თურმე თავს. ვიცი საყვედურებით აგავსებენ ,,სტრატეგიული პარტნიორები" ამ ქვეყნად ჩემნაირების არსებობისთვის და ქართველი ერის გენოციდის ბოლომდე ვერ მიყვანისთვის, მაგრამ უკვე გადადებული გექნებათ ქრთამით სავსე ჩემოდნები კომისიის წევრთათვის. ნუ ნერვიულობთ თქვენ იმდენი გაუკეთეთ ოკუპანტ ამერიკელებს ქართველი ხალხის მსოფლიოში გაფანტვით, გაღატაკებით და ახალგაზრდობის გარყვნა-განარკომანების კუთხით რომ ისინი მაინც გაპატიებენ შეცდომებს. ,,შეცდომები კი ისაა, რომ ძალიან ბევრი ბინძური ფული გათეთრდა ქვეყანაში თქვენი კლანისგან და საქართველოს ვალი 17 მილიარდზე ავიდა. არა ბატონო ბიძ(გვ)ინა მე იმას კი არ ვამტკიცებ, რომ ამერიკელები ქვეყნის ვალებზე დარდობენ. არა. ისინი იმაზე არიან შეშფოთებულები, რომ აშკარად დიდი ფული გაქვთ მოტეხილი მათთვის ამ ქვეყნის ნაძარცვიდან და ახლა ყველაფერს დაგიანგარიშებენ. ასე, რომ ის ქრთამად გადადებული ჩემოდნები არ გეყოფათ.
მომავალში კიდე შეგეხმიანებით, არ მოიწყინოთ..."-
წერს გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ