დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„რომელ სამხედრო პარიტეტზეა საუბარი, როდესაც ამერიკის კოსმოსური სააგენტო, იგივე NASA, მარსის კოლონიალიზაციისათვის ემზადება, რუსეთს კი ჩინეთი უკვე უყენებს პრეტენზიებს ციმბირზე?“ 22.01.2020 20:13

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, მიუხედავად სიტუაციის ერთგვარად განმუხტვისა, დაძაბულობის კრიტიკული ზღვარი მაინც რჩება, და როდესაც ექსპერტების ნაწილი არც ამერიკა-ირანის ომის დაწყებას გამორიცხავს, ერთი ისტორია გამახსენდა.

 

გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა იმპერიის დაისისას, ცნობილ საბჭოთა დისიდენტს, ადამიანის უფლებათა დამცველ და მოსკოვის ჰელსინკის კავშირის დამფუძნებელს იური ორლოვს ამერიკის ხმის კორესპოდენტმა ჰკითხა-როგორ ფიქრობთ, სსრკ რამდენი წლით ჩამორჩება დასავლეთს შეიარაღების ტექნოლოგიითო?(ბუნებრივია, აქ ბალასტიკური რაკეტების რაოდენიბა არ იგულისხმებოდა). კორესპოდენტის კითხვაზე, ორლოვმა რომელიც განათლებით ფიზიკოსი იყო, და ამავდროულად სსრკ ის ატომური ფიზიკის ერთ -ერთი მამა, სახაროვთან ერთად, სენსაციური პასუხი გასცა. მაინც რამდენი წლით მისტერ ორლოვ, ათი წლით, იცი წლით, ორმოცდაათი წლით თუ ბოლო ბოლო ასი წლით, როგორ ფიქრობთ, ჩააცივდა კორესპოდენტი? ორლოვმა უპასუხა სამუდამოდ! თანამედროვე გეო პოლიტიკის გასაღებიც აქ დევს, და ექსპერტების ნაწილს ვურჩევდი ამ რეალობიდან ამოვიდენ, რუსეთი სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერით, ვერც გავლენის სფეროებით, საბჭოთა კავშირი ნამდვილად არ არის, ირანზე ხომ საუბარიც ზედმეტია, თავისი მოძველებული საბჭოთა არსენალით.

 

აშშ-ს მარტო რუსეთის მთლიანად განადგურება სულ რამდენიმე დღეში შეუძლია, ეს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების თვალსაზრისია, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება დიდ ჰუმანიტარულ კრიზისსაც გამოიწვევს, ეკოლოგიურ კატასტროფას თავი რომ დავანებოთ! და რასაც ამერიკა არ გააკეთებს თავისი დემოკრატიული და მწარე ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჰიროსიმაც ეყოფა! ამიტომაც არ დაიწყო ომი რუსეთთან 2008 წელს, საქართველო-რუსეთის კონფლიქტისას და არა შიშის ან საქართველოს უკაცრავად და ფეხებზე დაკიდების გამო, სააკაშვილს და ნაციონალებს რომ ეგონათ და სამწუხაროდ, დღესაც ზოგიერთს რომ გონია!

 

რომელ სამხედრო პარიტეტზეა საუბარი როდესაც ამერიკის ნაციონალური კოსმოსური სააგენტო იგივე NASA უახლოეს წლებში მარსის კოლონიალიზაციისათვის ემზადება, რუსეთს კი ჩინეთი უკვე უყენებს პრეტენზიებს ციმბირზე?

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ