დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ამ აჯაფსანდალში, რომელშიც თვითონ გაეხვია უსუსური და უუნარო ხელისუფლება, გამოსავალს ეძებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში“ 23.01.2020 22:24

ამ აჯაფსანდალში, რომელშიც თვითონ გაეხვია უსუსური და უუნარო ხელისუფლება, გამოსავალს ეძებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში, - ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმეში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, ხვალ გეგმავს ოფიციალურად გამოითხოვოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.

 

„უზენაესი სასამართლოს მეშვეობით რომ დადგენილიყო ის საკასაციო მოთხოვნა, რასაც ჯანაშია ითხოვდა - აუცილებელი მოგერიების ფარგლები, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული იქნებოდა ეღიარებინა, რომ კალანდია იყო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, თუ დადგინდება, რომ გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრით უზენაესი სასამართლო მიიჩნევს ბარბაქაძეს სარალიძის მკვლელად, ასეთ შემთხვევაშიც კალანდია არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული. აქედან გამომდინარე, ამ აჯაფსანდალში, რომელშიც თვითონ გაეხვია უსუსური და უუნარო ხელისუფლება, გამოსავალს ეძებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში. ამას მიაღწია ჯანაშიასთან და დღეს გავავრცელე ინფორმაცია, რომ მსგავსი ზემოქმედების მცდელობა ჰქონდათ პატივსადები ოჯახის მიმართ, იყო ასეთი, მაგრამ ვერ მიაღწიეს იმას, რა შედეგსაც მიაღწიეს ზაზა სარალიძესთან.

 

ხვალ სამუშაო საათების დამთავრებამდე ოფიციალურად გამოვითხოვ იმ განაჩენს, რასაც სავარაუდოდ, ხვალ დაამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლო. დაშტრიხულ ფორმით მაინც უნდა მომცენ და ამის შემდეგ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, უფრო მაღალი სტაჟის მქონე იურისტებსაც კი უკვირთ, რა პირობები შეიძლება იყოს ჯანაშიას სიტუაციაში მყოფ მსჯავრდებულთან“,- განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ