დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა 24.01.2020 12:08

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევაა დადასტურებული, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი - 830-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა.

 

ხელისუფლება ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას ელოდება, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყნის ფარგლებს შიგნით და გარეთ მილიონობით ჩინელი მოგზაურობს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება „ძალიან ადრეა.“

 

შეგახსენებთ, გუშინ ქალაქი უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ხუანგანში შესვლასა და გადაადგილებაზეც.

 

დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ