დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

რატომ გაძლიერდა დასავლეთის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რა შედეგები ექნება ამას ქვეყნისთვის 24.01.2020 13:07

“ბოლო დროს დასავლეთის დიპლომატებისგან საქართველოსადმი მომატებულ კრიტიკაში ძირითადი აქცენტები ჩავარდნილ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, 20 ივნისის ინციდენტზე და ანაკლიის პორტზეა გაკეთებული, იქონიებს თუ არა ეს გავლენას საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე, ამის შესახებ ექსპერტები ამბობენ, რომ მომატებული კრიტიკის გამო, ნელ-ნელა "გლობალურ პოზიციებს ვკარგავთ", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ გაძლიერდა დასავლეთის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რა შედეგები ექნება ამას ქვეყნისთვის

 

"4 კონგრესმენის მიერ, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილში, შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, წერილში ასევე საუბარია ანაკლიის პორტზეც. მანამდე ხელისუფლებამ კრიტიკა ევროპარლამენტარებისგან მოისმინა, „ჩემთვის ცუდი მოსასმენია, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს, ან ჩივის ცუდი ოპოზიციის შესახებ, ეს არ არის დემოკრატიის წესები"... „გულახდილად თქვით, არ იყო ისე, რომ ბატონი ივანიშვილი ამბობდა, მოდით შეცვალეთ, მაგრამ სინამდვილეში, კულისებსმიღმა აწყობდა მისი (საარჩევნო რეფორმის) ჩავარდნის სცენარს? თუ თქვენ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ ეს" - ასე შეფასებებისა და კითხვების მოსმენა მოუწიათ ევროპარლამენტარებისაგან ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მყოფ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ კახაკუჭავას”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

„ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისადმი დასავლეთის კრიტიკამ მას შემდეგ მოიმატა, რაც 20 ივნისის მოვლენები მოხდა და პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩავარდა. „ჩემი აზრით კრიტიკა ძირითადად მოიმატა იმიტომ, რომ დასავლეთი რეალურად ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამწუხაროდ დემოკრატიულ ნორმებს უგულებელყოფს, მითუმეტეს, როდესაც საერთაშორისო დემოკრატიულმა საზოგადოებამ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, დაპირება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. „გარდა ამისა, დემოკრატიული ნორმები სხვა მიმართულებითაც ირღვევა, საერთაშორისო საზოგადოება 20 ივნისის მოვლენების შესახებ ფლობს ინფორმაციას და ა.შ.რეალურად ძირითადად ამ ორ პრობლემის გამო მოიმატა დასავლეთის კრიტიკა."- განაცხადა ჩიტაძემ. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონასთან" მიიჩნევს, რომ სტრატეგიული მეგობრების გაოცებას იწვევს ის, რომ დღემდე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციურ პოლიტიკას არ მიმართა იმ დროს, როდესაც მასთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით.

 

„კრიტიკა იმიტომაცაა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გაოცებას იწვევს ისიც, რომ საქართველომ დღემდე რუსეთთან სანქციურ პოლიტიკას არ მიმართა, როდესაც უკრაინა და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც პროდასავლური სახელმწიფოები არიან, რუსეთის მიმართ სანქციურ პოლიტიკას ახორციელებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“უკრაინის ქმედებები პროდასავლურ ორიენტაციის ნორმებში ზუსტად ეტევა, ჩვენთან პირიქით, რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა, ეს მაშინ, როდესაც ის ჩვენი ოფიციალური სამხედრო მტერია, დღემდე საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ის ჩვენი ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს, რაც ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისთვის ცოტა გაუგებრობას იწვევს. მეორე ის, რომ არავინ არ აპირებს ნატოსთან ურთიერთობების განვითარებას, მმართველი პოლიტიკური პარტია მხოლოდ ევროპულ ინტეგრაციაზე ამახვილებს ყურადღებას, ბუნებრვია, ამას დასავლეთის გავლენიანი საექსპერტო და პოლიტიკური პირებიც ამჩნევენ. კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი ანაკლიის პროექტის ჩაშლა, რომელშიც ამერიკის ინტერესები იყო ჩვენს რეგიონში, ანუ გეოპოლიტიკურ ინტერესებზეა საუბარი, ამაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ მაშინ მინიშნება სპეციალურადაც კი გააკეთა. გარდა ამისა, კრიტიკის მიზეზი კიდევ ბევრი მომეტია, საპარლამენტო თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე 20 ივნისის მოვლენებიც, რომლებიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, იგივე ევროპარლამენტარების განცხადებაში და 4 კონგრესმენის წერილშიც დაფიქსირდა ეს მომენტები”, - დასძენს გამოცემა.

 

“ამერიკისთვის ეს ის მომენტია, როდესაც მათ ბიზნესის ინტერესები ილახება, ესაა მათი ყველაზე დიდი გამოწვევა, იგი თავისი ბიზნესინტერესების დასაცავად თავის დროზე სამხედრო კომფლიქტებშიც კი ჩაერთო, ერაყის კამპანია ავიღოთ, სადაც აშშ ბიზნესინტერესების დაცვის მიზნით იყო. აშშ-ის ბიზნესინტერესები, ესაა მათი ეროვნული ინტერესების სასიცოცხლო დონის ინტერესები. საერთაშორისო ინტერესების ოთხი კატეგორია არსებობს, 1.სასიცოცხლო, 2.მნიშვნელოვანი, 3.მთავარი, 4.პერიფერიული, სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ შესაძლოა გამოიყენოს სამხედრო, დიპლომატიური და ყველა საშუალება, რომ ეს ინტერესები დაცული იქნეს, რომელთა შებღალვა ფაქტიურად ქვეყნის გეოპოლიტიკურ სტატუსის და სახელმწიფო სუვერენიტეტის პირდაპირ შებღალვას ნიშნავს." აცხადებს იგი. მისივე თქმით, დასავლელი დიპლომატების კრიტიკა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე პირდაპირ აისახება, რაც საქართველოს სტატუსს საერთაშორისო თვალსაზრისით კიდევ უფრო ამცირებს. კრიტიკა ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე მოქმედებს და ჩვენი სტატუსი კიდევ უფრო მცირდება, ვკარგავთ იმ პოზიციებს, რომელიც გვქონდა, პოლიტიკისა და ეკონომიკის გლობალური დონეზეა საუბარი. არ მახსენდება ბოლოს რომელი მსხვილი დელეგაცია იყო ჩამოსული, ასეთი დელეგაციები სამწუხაროდ ჩვენთან უკვე ნაკლებად ჩამოდიან, ასევე ჩვენებიც არ ახორციელებენ ინტენსიურ ვიზიტებს. მაგალითად უკრაინა კი დიდი ინტერესის ქვეშაა, ამის გამო აშშ-ს პრეზიდენტს ქვედა პალატამ იმპიჩმენტიც კი გამოუცხადა."- განაცხადა მაისაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

 

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ