დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

8 იანვარს, ირანის მიერ ერაყის სამხედრო ბაზების დაბომბვის შედეგად, 34 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა 24.01.2020 21:54

8 იანვარს, ირანის მიერ ერაყის სამხედრო ბაზების დაბომბვის შედეგად, 34 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონათან ჰოფმანმა განაცხადა. „ბოლო მონაცემებით, 34-მა სამხედრომ კონტუზია და თავის ტვინის ტრავმა მიიღო“ , - განაცხადა ჰოფმანმა ბრიფინგზე. მისი თქმით, რვა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობას აშშ-ში გადის, ცხრა - გერმანიაში. დანარჩენები საკუთარ სამხედრო ნაწილებში დაბრუნდნენ ერაყში.

 

ცნობისთვის, 8 იანვარს ირანმა ამერიკული ბაზების მიმართულებით ერაყში 15 რაკეტა გაუშვა, რაც 3 იანვარს ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ განახორციელა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ