დღე: 20

ღამე: 8

USD 2.6699

EUR 2.845

ახმეტაში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 25.01.2020 12:52

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მკვლელობა მოხდა. საქონლის ფერმაში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მწყემსებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

 

მკვლელობაში მონაწილე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ