დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევისას გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ 25.01.2020 16:21

ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს, ყოფილ სპეცრაზმელს, ზურაბ ფოფხაძესა და მოქალაქეს ვახტანგ ბურძენიძეს ბრალი დაუმძიმდათ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წურწუმიას ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა. როგორც ლონდარიძე განმარტავს, დაკავებულების ბრალს კიდევ ერთი მუხლი დაემატა - თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჯგუფურად. ადვოკატის თქმით, საქმის წარმოება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კუთხით მიმდინარეობს. ლონდარიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის შედეგები ცნობილი გახდება, გამორიცხული არ არის ბრალდებულებს ბრალი კიდევ ერთხელ დაუმძიმდეთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ