დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

თურქეთში მიწისძვრით დაშავებულთა რიცხვი 2 000 აღწევს, დაღუპულთა რიცხვი კი 35-მდე გაიზარდა 26.01.2020 15:06

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 1600-სს აღემატება. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი მოსახლეობის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ. 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში 24 იანვარს, ელიაზიგის პროვინციაში მოხდა. იგი  იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის გარდა, მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა. ბევრი ოჯახი იძულებული გახდა, ღამე ქუჩაში გაეთენებინა. მომდევნო დღეს, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოინახულა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს, რათა დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ. პრეზიდენტმა ასევე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ