სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სრულიად უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს,- ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბრალდებებს, რომელიც ბოლო დღეებია ისმის. "აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა და მათი აქტივისტების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისამართით გავრცელებული მსგავსი ბრალდებები არ ეფუძნება ფაქტებსა და მტკიცებულებებს და მხოლოდ უწყების დისკრედიტაციას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ სუს-ის შენობასთან განცხდება გააკეთა. დეკანოიძე იქ ლევან იზორიას ძმის, კიტა იზორიას, დაკავებაში მონაწილე პოლიციის მაიორ გიორგი დვალიშვილთან ერთად მივიდა. „გიორგი დვალიშვილმა ამხილა სისტემა, მაშინ როდესაც პრაქტიკულად მარტო დარჩა მთელს სახელმწიფო აპარატთან. დღეს ის და მისი ოჯახი იმყოფება ძალიან მძიმე ზეწოლის ქვეშ და მათზე ხორციელდება უკანონო თვალთვალი“, - განაცხადა ნაცმოძრაობის წევრმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge