დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„აი, რა არქეოლოგია ამოვიდა დღეს გუდიაშვილზე - XI-XII საუკუნეა, ამ პერიოდის მოჭიქული კერამიკა ბევრი გვაქვს, თუმცა, ასე სრულად შენახული პირველია!“ 26.01.2020 21:52

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელის ცირა ელისაშვილის პოსტს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისში, გუდიშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილია მოჭიქული კერამიკის ნიმუში: „გუდიაშვილზე აღმოჩენილი!“- ასეთ კომენტარს უკეთებს პრეზიდენტი ელისაშვილის პოსტს. 

 

„აი, რა არქეოლოგია ამოვიდა დღეს გუდიაშვილზე, ამ გადასარევი გოგოს Tatia Butsuradze წყალობით! XI-XII საუკუნეა, ამ პერიოდის მოჭიქული კერამიკა ბევრი გვაქვს. თუმცა, ასე სრულად შენახული პირველია! ჩვენ სულ აქ ვართ... რომ ერთ დღესაც გუდიაშვილზე დაგიძახოთ და ძალიან ბევრი სიახლეები გაგაცნოთ!“, წერს ცირა ელისშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ