დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„გაიძვერა ადამ შიფი კორუმპირებული პოლიტიკოსია და სავარაუდოდ, ძალიან ავადაა - ცრუ იმპიჩმენტი გახლავთ არჩევნებში მასობრივი ჩარევა“ 26.01.2020 23:20

„კვირაობითაც აქტიურად „ატვიტერებს“ - ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ორ რეპლიკას, რომელიც ამ უკანასკნელმა ტვიტერზე დღეს გაავრცელა:

 

„გაიძვერა ადამ შიფი კორუმპირებული პოლიტიკოსია და სავარაუდოდ, ძალიან ავადაა. მას ჯერ არ გადაუხდია საფასური იმისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას დამართა! 

 

ცრუ იმპიჩმენტი გახლავთ არჩევნებში მასიური ჩარევა, რომლის მსგავსი აქამდე არავის უნახავს. სულ რაღაც ორ საათში რადიკალურმა მემარცხენეებმა, უქნარა დემოკრატებმა დაინახეს, რომ მათი ცრუ ქეისი აბსოლუტურად გაირღვა და გამოაშკარავდა, რომ იმ გაიძვერამ [ადამ შიფი] უკანონოდ შეთითხნა ჩემი სატელეფონო ზარის საქმე და კიდევ სხვა რამ!“, წერს ტრამპი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

 

შეგახსენებთ რომ კონგრესმენი ადამ შიფი, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიებას უძღვება. იგი ჰარვარდელი იურისტია და ამერიკის კონგრესში ერუდიტად ითვლება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ