დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფისას დაიღუპა 27.01.2020 00:10

ვერტმფრენის კატასტროფას ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კალათბურთელის კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა კალაბასასში, კალიფორნიაში განიცადა. ვერტმფრენში ბრაიანტთან ერთად ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ კალაბასასის შტატში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. ვერტმფრენში კობის მეუღლე ვანესა არ იმყოფებოდა. ჩამოვარდნის შემდეგ ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა და შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ვერავის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

 

41 წლის კობი ბრაიანტი მთელი თავისი 20 წლიანი კარიერის მანძილზე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. ის NBA-ის ჩემპიონის ტიტულის ხუთგზის მფლობელი იყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ