დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"იმ პატარების შემდეგ, უცებვე ის ფრაზა შემეჩეხა, რაც ბევრ თქვენგანს: "ასეთ სიცოცხლეს, ალბათ სჯობს დედისთვისაც, თუ ..." 27.01.2020 14:15

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"არის კითხვები, უფრო უკეთ - განცდები, რომელთაც ვერასდროს ვცემ ზუსტ პასუხს. თითქოს ორივე მხარეს სიმართლე დგას - პირქუში, უიმედო, მაგრამ მაინც სიმართლე. და საკუთარ მხარეს დადგომას მოითხოვს. და მე ვერ დავდექი. უპასუხოა ჩემი დღევანდელი გზავნილიც. გუშინდელ ქვიშხეთის საზარელ ამბავს ეხება და არამხოლოდ. იმ პატარების შემდეგ, უცებვე ის ფრაზა შემეჩეხა, რაც ბევრ თქვენგანს: " ასეთ სიცოცხლეს, ალბათ სჯობს დედისთვისაც, თუ ... " და მერე ვიფიქრე, რომ სიცოცხლე სხვაა, სიხარული სხვა, მე ვინ მკითხავს სხვა ადამიანის სიცოცხლეს ან ვინ მაცოდინა იმ სიცოცხლის აზრი. ეგებ ღმერთი ან ვინც სწამდა ან რაც, რამე საყრდენს აწვდის ამ ფიქრსმიღმა დარდის გასაძლებად. მაშინ, რატომ ვაიმედებთ ამდებ შვილმკვდარ დედას? მათ, ვინც ახლა ამ არეულ ნაწერს კითხულობს, რატომ ვთავაზობთ გარდაუვალ განაჩენს? ადამიანი ხომ ისედაც გაძლების არსებაა და ამ გაძლებისას ხან ისე მოხდება ხოლმე, რომ მეორე და მეათასე ადამიანს შეეხიდება. ვიფიქრე და მერე ვიფიქრე რომ ტყუილია ეს ფიქრი. და მერე ამ ფიქრის ფიქრის ტყუილობა ვიფიქრე.


არავინ იცის მეორე ადამიანი. არავინ. მეორე ადამიანი გაუგებრობაა პირველისთვის. ისევე როგორც პირიქით.


p.s.
ნათელი ამ ბოლოს ტრაგიკულად გარდაცვლილთა სულებს - საქართველოში, თურქეთში და ამერიკაში. და ყველგან, რომელთა
ამბავიც ჩემს ყურს ვერ მოწვდა,"
- წერს გიორგი კეკელიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ