დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა- ბორტზე 110 ადამიანი იმყოფებოდა 27.01.2020 16:01

კომპანია Ariana Afghan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აღმოსავლეთ ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში ჩამოვარდა,-ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი 1TV რეგიონის გუბერნატორის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ოფიციალური პირის განცხადებით, სწრაფი რეაგირების ჯგუფი უკვე შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა.

 

ტელეარხ Tolo News-ის ცნობით, თვითმფრინავი “თალიბების” მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

 

პორტალი Ariana News-ი საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თვითმფრინავის ბორტზე 110 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი დელის მიმართულებით მიფრინავდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ