დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს 28.01.2020 12:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირი, საბაჟო - გამშვები პუნქტ წითელი ხიდის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გამოყენებით, შეეცადა აზერბაიჯანში მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით მედიკამენტი.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტი, რომლის საბაჟო ღირებულება 22 ათას ლარს აღემატება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214- მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 -დან 5 წლამდე ვადით.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ