დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„მწვანე სკოლის" მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას" - ლონდა თოლორაია 28.01.2020 12:41

დავადგინეთ, რომ „მწვანე სკოლის" მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის თაობაზე დასმულ კითხვას. მისივე ინფორმაციით, ხელმეორედ დაიკითხა გარდაცვლილი მოზარდის დედა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მალე დასრულდება.

 

„მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. ამ ეტაპზე მეტ ახალ ინფორმაციას მე ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება.


გამოძიების დასრულებისთანავე უფრო მეტ დეტალს გეტყვით.


რაც შეეხება „მწვანე სკოლის" მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას, შევისწავლეთ ეს საკითხი და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას,"- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ