დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

სად გადის "წყალგამყოფი" ქართულ პოლიტიკაში? 29.01.2020 13:15

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"სად გადის "წყალგამყოფი" ქართულ პოლიტიკაში?


პასუხი მარტივია:
ერთ მხარესაა ეროვნულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ერი-სახელმწიფოს აღმშენებლობა, რაც ხალხის ნების კონსტიტუციითა და სამართლით აღსრულებასა ნიშნავს.


მეორე მხარეს - "საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული ოლიგარქიად ორგანიზებული კორპორაცია" (ზ. ჭიაბერაშვილმა როგორც უწოდა "ნაცურ ოცნებასა" და სტრატეგიულ მიზანს ჯერ კიდევ 2000 წელს), რომელიც კარგად "ჩაეწერება" "გლობალისტურ ტენდენციასა" და მსოფლიო "ლიბერასტულ" წესრიგში, დაამყარებს ამ ქვეყანაში "სტაბილურ ავტოკრატიას" (ესეც ჭიაბერაშვილის "ლიბერასტული ბიბლიიდანაა"), რაც კონსტიტუციისა და სამართლის ნაცვლად ამ ნაცური კორპორაციის ნების გაბატონებასა ნიშნავს.


ერი-სახელმწიფოს იდეას დღეს მსოფლიო მასშტაბით ტრამპი განასახიერებს, ხოლო "აქ და ახლა", ე.ი. საქართველოში ამ არჩევნების წინ, "აქაური ტრამპი" - ივანიშვილი და მისი პარტია - " ქართული ოცნება".


მიუხედავად გადაცდომებისა და ზიგზაგებისა, რაც ქართულ ოცნებას უდავოდ, შესაძლოა - ჭარბადაც, ახასიატებს, "აქ და ახლა" მას ალტერნატივა არა აქვს.


ხოლო ივანიშვილი და "ოცნება" ვისაც უკვე წარსულად მიაჩნია, კეთილი უნდა ინებოს და უკეთესი ალტერნატივა შექმნას! და არა ნაცების კორპორაციაში "ჩაეწეროს" საკუთარი სახელმწიფოს დასანგრევად!


ესაა ობიექტური რეალობა. სხვა ყველაფერი - ცარიელი სიტყვებია, ზოგი ცხელ გულზე ნათქვამი და ზოგიც ტვინის გადახურების გამო!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ