დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ზუსტად ვიცი: შვილმკვდარი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა" 29.01.2020 14:01

მწერალი გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"–შვილმკვდარი დედებისთვის და გამო–


მე თვითონ შვილმკვდარი ოჯახიდან ვარ და არცერთი მხრიდან არ არის უცხო სიკვდილი ჩემთვის. ამიტომაც, ფიქრი და დაკვირვება სულ მის ირგვლივ ტრიალებს. ზუსტად ვიცი: შვილმკვდარი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა". შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა,"- წერს გიორგი კეკელიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ