დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას ევროკავშირიდან დიდ ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ 29.01.2020 22:17

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას ევროკავშირიდან დიდ ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ, რასაც დღევანდელი კენჭისყრის შედეგები მოწმობს. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 621-მა ევროდეპუტატმა, 49 წინააღმდეგი იყო, თავი შეიკავა 13-მა. ყველა ოფიციალური ფინალური შეთანხმების შემდეგ, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, რაც 31 იანვარს უნდა მოხდეს. თუმცა, მიმდინარე წლის ბოლომდე, ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არაფერი შეიცვლება: ეს იქნება გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში მხარეები მოლაპარაკებებს გამართავენ შემდგომი ურთიერთობების შესახებ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ