დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, 3 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს 30.01.2020 13:40

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, 3 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

 

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. დამატებით დეტალებთან დაკავშირებით უწყება მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.

 

არსებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას სასამართლოს შესასვლელთან ერთ-ერთი მოქალაქე გაუსწორდა ფიზიკურად, რის შედეგადაც გვარამიამ სახის არეში დაზიანება მიიღო.

 

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლის ადვოკატიც სწორედ ნიკა გვარამიაა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ