დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

როგორ აპირებენ თბილისში ლავროვის დახვედრას 30.01.2020 14:13

“რა თქმა უნდა, თვითმფრინავს ფიზიკურად წინ ვერ გადავუდგებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სერიოზული პროტეტსი მოჰყვება რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას საქართველოში ლავროვის ხელმძღვანელობით, რომელიც არის კრემლის და პუტინის პროპაგანდის შემოქმედი”, - ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის ვიზიტს საქართველოში. 14-15 მაისს თბილისში ევროპის საბჭოს მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც მონაწილოებას მიიღებს რუსეთის დელგაცია, სავარაუდოდ საგარეო საქმთა მინისტრ სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე საქართველოს მთავრობას აფრთხილებს, რომ გონს მოეგონ და არ დაუშვან “მეორე გავრილოვი”, იმიტომ რომ რუსეთის დელეგაციის და სერგეი ლავროვის საქართველოში შემოშვებას არავინ აპირებს და ამას სერიოზული პროტესტი მოჰყვება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “თვითმფრინავს ფიზიკურად წინ ვერ გადავუდგებით, მაგრამ...” - როგორ აპირებს “ნაცმოძრაობა” თბილისში ლავროვის დახვედრას.

 

“ადამიანურად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, “გავრილოვის ღამის” შემდეგ, რასაც მოჰყვა საქართველოს მოსახლოების სერიოზული აღშფოთება, ნამდვილად აღარ მეგონა, რომ ხელისუფლებიდან ვინმე გაბედავდა მსგავს განაცხდებებს - რომ მზად არიან უმასპინძლონ რუსეთის ხელისუფლებას, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ აკანონებს ოკუპაციას და საქართველოს “კანონი ოკუპაციის შესახებ” თურმე არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ თვითმფრინავს ფიზიკურად წინ ვერ გადავუდგებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სერიოზული პროტესტი მოჰყვება საქართველოში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას ლავროვის ხელმძღვანელობით, რომელიც არის კრემლის და პუტინის პროპაგანდის შემოქმედი. ჯერ ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს არ გვიმსჯელია, ჯერ შორს არის - მინისტერიალი მაისში იმართება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ახლავე უნდა დააფიქსიროს რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ამ საკითხთან მიმართებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს სრული უფლება და ვალდებულებაც, “ოკუპაციის კანონის” თანახმად, არ შემოუშვას რუსეთის დელეგაცია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხატია დეკანოიძე.

 

“შესაძლოა რაღაც აქციები დაიწყოს, მაგრამ ეს მასშტაბური არ იქნება. ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს არ იქნება ისეთი სიმძლავრის, რაც გავრილოვის ვიზიტისას მოხდა” - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “ოკუპაციის კანონის” გვერდის ავლით, მაისში თბილისში დაგეგბილის ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსული დელეგაციის ვიზიტს. ევროსაბჭოს ასმბლეაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს პრინციპების პატივისცემის გამო, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რუსეთის დელეგაციას უმასპინძლოს...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აქვს თუ არა ოპოზიციას ლავროვის ვიზიტის გამო მასშტაბური აქციის აგორების პოტენციალი.

 

“ოპოზიციის მიერ ახლა მასშტაბური აქციების აგორება ფაქტობრივად გამორიცხულია, თუნდაც იმის გამო, რომ საზოგადოება ამისთვის მზად არ არის და სხვა პრობლემები აქვს. თუ პროტესტია გამოსახატი, იყოს საზოგადოებრივი პროტესტი მაგრამ იმის შემდეგ, რაც ეს საქმე გადაწყვეტის მომენტში იქნება... სულაც არ ვარ წინააღმდეგი, რომ ოკუპაციის კანონის გარკვეული მუხლები შეჩერდეს და საქართველოში ეს ვიზიტი განხორციელდეს, რადგან არ ვთვლი, რომ ეს დიდი უბედურების მომტანი იქნება. მაგრამ უფრო კარგი იქნება. თუ ვიზიტისას საზოგადოებრივი პროტესტი იქნება - ეს უფრო უკეთესი მგონია, ვიდრე ხისტი დამოკიდებულება გამოვავლინოთ... 30 წელია ამ ხისტი დამოკიდებულებით მუდმივად ვსაუბრობთ აფხაზეთთან, სამაჩაბლოსთანაც და შედეგიც აგერაა. მგონია, რომ რაღაცების გადაფასების დროა - არა პოზიციების შეცვლით, არამედ ურთიერთობაში სხვა ნორმებისა და აზრების შემოტანით. ოპოზიცია ალბათ შეეცდება, ეს გამოიყენოს, მაგრამ არ მგონია, ამას დიდი მასშტაბის აქციები მოჰყვეს”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ