დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო 30.01.2020 20:10

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შსს-მ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ