დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის აფეთქება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა 31.01.2020 01:07

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის აფეთქება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.  ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო რისკს წარმოადგენს, რომელიც მოითხოვს კოორდინირებულ საერთაშორისო რეაგირებას. მათივე ცნობით, წინა შემთხვევაში გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა ებოლა, ზიკა და H1N1. ამჯერად ორგანიზაციას არ გაუცია რეკომენდაცია ადამიანების და ტვირთების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა მსოფლიოს, ებრძოლონ არაზუსტი და მცდარი ინფორმაციების გავრცელებას კორონავირუსის შესახებ. 

 

ცნობისთვის, ჩინეთში კორონავირუსით 170 ადამიანი გარდაიცვალა. მთელ მსოფლიოში დაფიქსირდა 7834 შემთხვევა, აქედან 7, 7 ათასი - ჩინეთში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ