დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დატოვებს 31.01.2020 21:56

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დატოვებს. ამასთან დაკავშირებით, ლონდონში საზეიმო ცერემონია გაიმართება, რომელიც ადგილობრივი დროით 9:00 საათიდან დაიწყება და მოსახლოებას „ბრექსითის“ განხორციელებამდე დარჩენილ დროს აუწყებს. ამის შემდეგ კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ვიდეომიმართვას გაავრცელებს და მოსახლეობას ისტორიულ დღეს მიულოცავს. აღსანიშნავია, რომ ამიერიდან 11 თვის მანძილზე ბრიტანეთი ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში ითანამშრომლებს, რომლის დროსაც ქვეყანამ უნდა მოახერხოს 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება.

 

შეგახსენებთ, 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.

 

ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ