დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

კორონავირუსმა რუსეთსა და შვედეთშიც შეაღწია - ინფიცირებულები ჰოსპიტალიზებულები არიან 31.01.2020 22:06

ინტერფაქსის ინფორმაციით, კორონავირუსმა რუსეთშიც შეაღწია. 31 იანვარს ვირუსი დააფიქსირეს ტიუმენის მხარესა და ბაიკალისპირეთში. ორივე ინფიცირებული ჩინეთის მოქალაქეა. ვირუსის არსებობა ლაბორატორიულად დადასტურდა. მათი ოჯახის წევრები და ახლობლებიც ამჟამად ჰოსპიტალიზებულები არიან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვორონეჟში კორონავირუსის სავრაუდო დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს ცოლ-ქმარი, რომლებიც ახლახან დაბრუნდნენ ჩინეთიდან.

 

როიტერზე დაყრდნობით, რუსული მედია, ასევე, ავრცელებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსით დაავდებული გამოჩნდა შვედეთში. ახალგაზრდა ქალბატონი ახლახან დაბრუნდა ჩინეთიდან მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით. მისი მდგომარეობა არ არის რთული. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ