დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებიც გადმოჰყავს, უხანი უკვე დატოვა და ანკარისკენ მიემართება 01.02.2020 12:36

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც, მედიის ცნობით, თურქ მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაციაც ხორციელდება, უკვე ანკარისკენ მიემართება.

 

მოქალაქეების გარდა, თვითმფრინავში 11 სამხედრო, ექვსი ექიმი, ორი ჟურნალისტი და ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია.

 

ყველა მგზავრი, რომელიც ბორტზე იმყოფება, ასვლამდე სამედიცინო ექსპერტების ჯგუფმა საფუძვიანად შეამოწმა. თურქეთში ჩასვლისთანავე ისინი ანკარის საავადმყოფოში, საკარანტინო პირობებში 14 დღის მანძილზე გაჩერდებიან.

 

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავს ჩინეთიდან 48 ადამიანის ევაკუაცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა 6 პირმა უხანის დატოვებაზე უარი განაცხადა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ