დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლეს და ანგარიშით 41-13 დაამარცხეს 01.02.2020 20:21

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „დინამო არენაზე“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გამართა. „ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლეს და ანგარიშით 41-13 დაამარცხეს. პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 8:6 დასრულდა. ერთი ლელო და ერთი საჯარიმო თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში კი ლევან მაისაშვილის გუნდმა უპირატესობა გაზარდა. ლელოს გატანა მირიან მოდებაძემ, ბექა გიგაშვილმა და დავით კაჭარავამ შეძლეს. აბჟანდაძე გუნდს წარმატებული გარდასახვებით ეხმარებოდა. საქართველოს ნაკრები დაეუფლა ანთიმოზ ივერიელის თასსაც, რომელიც 2002 წლიდან საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩებში თამაშდება.

 

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი" ექსკლუზიურად ახორციელებდა. შემდეგ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ 9 თებერვალს, მადრიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ