დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსეთში ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი სამართალდამცველზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს 02.02.2020 16:34

რუსეთში 2019 წლის ჩემპიონატის მონაწილე, ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს, რომელსაც სამართალდამცველზე თავდასხმა ედება ბრალად. რუსული მედიის ინფორმაციით, ცნობილი გახდა დაკავების დეტალები, რომლის თანახმად, ყუშიტაშვილისა და მისი მეგობრის ოვიკ ოგანისიანის დაკავებას აპირებდნენ მაშინ, როდესაც ისინი ნარკოტიკების აღებას აპირებდნენ. ამავე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, როგორ მივიდნენ გიორგი და მისი მეგობარი ტაქსით ფრუნზეს სანაპიროსთან. პოლიციელები მათ დაედევნენ, რა დროსაც გიორგი ყუშიტაშვილმა ერთ-ერთ მათგანს დაარტყა. სპორტსმენს შეფუთვაში ერთ გრამამდე ნარკოტიკი, წინასწარი მონაცემებით, კოკაინი აღმოაჩნდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ