დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

რა მოხდა მაჩაბლის ქუჩაზე - ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობას ცდილობდა 02.02.2020 22:19

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობას ცდილობდა. ოჯახის სხვა წევრმა ხელის შეშლა სცადა, რა დროსაც შემთხვევითი გასროლით დაიჭრა ქალი. ცნობისთვის, მაჩაბლის ქუჩაზე შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშვებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი ქალიც.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემენ, ვინაიდან შესაბამისი ნებართვა დაჭრილის ახლობლებისგან არ აქვთ. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სამი მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 124-ე , რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ