დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

"რაიმეს ცვლის პანიკა? მხოლოდ საზოგადოებას აზიანებს" 03.02.2020 12:45

ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ერთხელაც დავწერ და მორჩა ეს თემა.


1. ვირუსი შეუსწავლელია, მაგრამ სწავლობენ. ადრე თუ გვიან ვაქცინა იქნება, მაგრამ რაში გადარდებთ, მაინც არ იტარებთ ვაქცინაციას?!


2. 400-ზე დაინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ე.ი. მკურნალობას სწავლობენ.


3. წინა ორი კორონავირუსის დროს, 2002-2003 წლებში 30 ქვეყანაში დაინფიცირდა 5 ათასზე მეტი, გარდაიცვალა 349, 2012-ში დაინფიცირდა 8 ათასზე მეტი 23 ქვეყანაში, სიკვდილიანობა - 858 შემთხვევა.


4.მხოლოდ ამერიკაში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ოგიციალური მონაცემებით გრიპის ვირუსით დაინფიცირდა 18 მილიონი (დღეში 50 ათასი) ადამიანი, ჰოსპიტალიზებული იქნა 100 ათასზე მეტი, გარდაიცვალა 10 ათასზე მეტი (დღეში 27) დაინფიცირებული. არავინ პანიკობს.


5. ჩინეთმა ამ დღეებში 60 მლრდ დოლარზე მეტი იზარალა. განახევრდა ყველა სახის გადაზიდვა. მსხვილმა უცხიურმა კომპანიებმა, ალბათ დროებით, დახურეს საკუთარი ფილიალები.


შევეშვათ პანიკას და დღედაღამ ამ თემაზე საუბარს. რაიმეს ცვლის პანიკა? ვერა. მხოლოდ აზიანებს საზოგადოებას, ადამიანთა განეყობებს. ხომ ხედავთ, რომ რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი, კეთდება,"- წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ