დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემი ოჯახის ყველა წევრს"- დავით ოქიტაშვილი 03.02.2020 17:20

დავით ოქიტაშვილი ფეისბუქი საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ბევრჯელ დაუსვიათ ჩემთვის ასეთი კითხვა!!!რა არის ჩემთვის ოჯახი? ჩემთვის ოჯახი - ეს ბედნიერებაა, სიყვარული და წარმატება.
ჩემთვის ოჯახი - ეს არის ოჯახური თარიღები, საჩუქრები, საყიდლები, სასიამოვნო დანახარჯები. ბავშვების დაბადება, პირველი ნაბიჯი, პირველი სიტყვა, ოცნებები, ღელვა და ზრუნვა.
ჩემთვის ოჯახი - ეს არის შრომა, ერთმანეთზე ზრუნვა.
ჩემთვის ოჯახი - ეს არის ბევრი საქმე სახლში.
ჩემთვის ოჯახი - ეს მნიშვნელოვანია!
ჩემთვის ოჯახი - რთულია! მაგრამ მარტო ვერ იქნები ბედნიერი!


ყოველთვის იყავით ერთად, გაუფრთხილდით სიყვარულს, გააძევეთ შორს წყენა და ჩხუბი, მე ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემი ოჯახის ყველა წევრს !!!რასაც ისინი ჩემს გამო დაუმსახურებელ შეურაცხობებს, ლანძღვა -გინებებს იტანენ. ზოგ შემთხვევაში ჩემი ოჯახის წევრები ატირებულებიც კი მინახია. ამით ჩვენი ოჯახი პირიქით უფრო მყარი და შეკრული გახდა. იხარეთ ჩემო კარგებო უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი,"- წერს დავით ოქიტაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ