დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ცხინვალში რუსი მრჩევლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის იგორ გალისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს 03.02.2020 20:14

ცხინვალში ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებში რუსი მრჩევლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის იგორ გალისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ სამართალდამცავ უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მათივე ინფორმაციით, მრჩევლის სახლში, სადაც ცხედრები აღმოაჩინეს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

 

იგორ გალი ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2016 წლიდან, ჯანდაცვის რეფორმირების საკითხზე მუშაობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ