დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„თურქეთი გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას!“ 04.02.2020 00:36

„თურქეთი გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას!“ - ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა კიევში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც უკრაინის პრეზიდენტთან ერთად უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაჯამა. „კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვცნობთ ყირიმის უკანონო ანექსიას. ვაგრძელებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას!“, განაცხადა ერდოღანმა, „ჩვენ ასევე თვალს ვადევნებთ ყირიმელი თათრების მდგომარეობას“. 

 

ერდოღანის განცხადებას კრემლის ოფიციალური კომენტარი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი კატეგორიულად არ ეთანხმება ერდოღანის პოზიციას ყირიმის უკანონო ანექსიასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ძალაში რჩება ვლადიმერ პუტინის შეთავაზება ერდოღანისთვის, მოინახულოს ყირიმი და საკუთარი თვალით გაეცნოს იქაურ სიტუაციას.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ