დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"სტატიას ვკითხულობდი სოციოპათებზე და ჩემდაუნებურად პარალელი გავავლე ნაცსექტის წევრებთან" 05.02.2020 11:57

გელა კურტანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერტდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"სოციოპათი - ინდივიდი, რომელსაც პათოლოგიურად არ უნდა ან არ შეუძლია სოციუმთან ადაპტაცია. არ არის ლოიალური საზოგადოების, ირგვლივ მყოფთა და თვით თავის უახლოესი ხალხის მიმართ..


ჰოდა, სტატიას ვკითხულობდი სოციოპათებზე და ჩემდაუნებურად პარალელი გავავლე ნაცსექტის წევრებთან: ფაქტობრივად მათი დახასიათება გამოვიდა..


აბა თქვენც ნახეთ, იქნებ ვცდები:


"აღსანიშნავია, რომ სოციოპათებს დანაშაულის გრძნობა საერთოდ არ აწუხებთ, ასევე მათთვის არ არის ახლობელი ადამიანური გრძნობები, სიყვარული და სითბო.


სოციოპათებმა შესანიშნავად იციან, როგორ უნდა შეინიღბონ. ისინი არაჩვეულებრივი მსახიობები არიან.


ერთი შეხედვით მსგავსი ადამიანების გამორჩევა რთულია, თუმცა მათ რამდენიმე დამახასიათებელი თვისება აქვთ, რომელზეც თავად შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ.


1. ის იქცევა უხეშად და შეურაცხმყოფელად, მაგრამ ამავე დროს ის ელოდება, რომ ამაზე რეაგირებას არ მოახდენენ.



2. მანიპულირებს სხვებით, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად.



3. ის სხვადასხვა სიტუაციაში ადამიანებს სხვადასხვაგვარად ექცევა. აშაკარა და განსაკუთრებული მიზეზების გარეშე ცვლის დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ.



4. მას ადვილად შეუძლია მოტყუება, საჭიროების შემთხვევაში მისთვის თავის გადასარჩენად ტყუილი პრობლემას არ წარმოადგენს.



5. ყოველთვის დაადანაშაულებს სხვას. სოციოპათი საკუთარ შეცდომას არასდროს აღიარებს.



6. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ის მართლაც იღებს სხვებზე მანიპულირებისა და სხვების დამცირებისგან სიამოვნებას."


წყარო - http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php…" - წერს გელა კურტანიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ