დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ამას ხომ მართლაც "მოხერხება" უნდოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმთან შედარებით უარესი მდგომარეობისთვის "მიგეღწიათ" ქვეყანაში" 05.02.2020 12:12

თემურ ბასილაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ყოჩაღ"! ამას ხომ მართლაც "მოხერხება" უნდოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმთან შედარებით უარესი მდგომარეობისთვის "მიგეღწიათ" ქვეყანაში შიმშილის მდგომარეობის შეფასებაში. კერძოდ, „შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ თანახმად ამ კუთხით 2019 წლის მონაცემი გაცილებით უარესია 2010 წლის მონაცემებთან შედარებით. საქართველოს რეიტინგში უსწრებს თითქმის ყველა მეზობელი თუ პოსტსაბჭოთა ქვეყანა. საქართველოზე უკან მხოლოდ თურქმენეთი, მონღოლეთი და ყირგიზეთი არიან. 


საქართველოს მოსახლეობის 7.9% ანუ დაახლოებით 350 ათასი ადამიანი არასაკმარისად იკვებება; 50 ათასზე მეტი ბავშვი, ფაქტობრივად, შიმშილობს. ბავშვების 6,8 პროცენტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო, 27,6 კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. 


როდემდე უნდა უსმინოთ ამ "ახლებურად მოაზროვნეებს" (სინამდვილეში უვიცებს და იდიოტებს)? მაინცა და მაინც უფსკულში უნდა გადაგჩეხონ? გვიანი არ იყოს მერე ..."- წერს თემურ ბასილაია.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ