ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"წუხელ შალვა რამიშვილმა სტუმრად „გირჩელი“ მეგრელიშვილი იწვია და ასე თუ ისე, შეძლო მასთან გარკვეული კომუნიკაციის დამყარება, რაც მისასალმებელია.
ამ მეგრელიშვილმა ბევრი სისულელის ფონზე, ყველაზე "აზრიანი“ისა თქვა, რომ სამართლადამცავი და მართლმსაჯულების სისტემის დეპოლიტიზაცია აუცილებელია და ამისათვის ნაცებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებო! თავისთავად, ნაცებთან საუბარი ე.წ. ძალოვნების დეპოლიტიზაციაზე უკვე სასაცილოა, მაგრამ გაუშვი, ელაპარაკოს! რა ჩიტსაც დაიჭერს, ვნახავთ და ვიხალისებთ.
რაც მთავარია: „დეპოლიტიზაციის“ ერთობ ახირებულ გზას - არჩევნების მეშვეობით სრულ პოლიტიზაციას კი გვთავაზობს ეს გამოგირჩებული: მოსამართლეები, პროკურორები და „შერიფები“ , ე.ი. ადგილობრივი, რაინული პოლიციის უფროსები, მოსახლეობამ საყოველთაო არჩევნებით, პირდაპირ ავირჩიოთო!
„გირჩული“ ლოგიკა მართლაც საუკეთესო ლოგიკაა შნაცებში, თუმცა აშკარაა - სადამდეა გირჩი „გაღმა გასული“ და რა მაგრა "უბერავს":
ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება მაგ. ე.წ. შერიფის (მოსამართლეების არჩევნებზე, რაც იმწამსვე„გაპოლიტიკურდება“, საერთოდ აღარაფერს ვამბობ...) არჩევნები? აბა, იქ იქნება პოლიტიკური აურზაური, „გამიშვი-გამატარე“ და დაუნდობელი დაკა-დაკა, თუ იქნება! მიმიქარავს საკრებულოს ან მერის არჩევნები! ჩვენც ხოშიანად გავერთობით, რადგან კანდიდატებად, რასაკვირველია, უეჭველი დასახელდებიან: ნაც-შერიფი (მოკლედ - „ნაციფი“); ქოც-შერიფი (ე.ი. „ქოციფი“); გირჩ-შერიფი („გირჩიფი“), რესპ-შერიფი(რესპიფი) და ა.შ.
ხოლო თუ ვინმე უპარტიო და არა-პოლიტიკური კანდიდატი გამოჩნდა, ის მართლა არ-იფი იქნება და არიფს, აბა, „შერიფად“ ვინ აირჩევს?!
მოკლედ - ეს მეგრელიშვილი სერიოზულად უბერავს, მაგრამ მასთან ლაპარაკი მაინც შესაძლებელია, ხოლო სხვებთან, ე.ი. „გირჩელებზე“ უფრო "დაბერილ შნაცებთან", მით უმეტეს - თავად ნაცებთან, რომელთაც უკვე ვეღარც აბი გლუკოზა და ვერც ბროწეულის ოყნები უშველით, საერთოდ რაა სალაპარაკო?!"- წერს დავით ზარდიაშვილი.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge