დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"თუ ასადის ძალები იდლიბის თურქული პოზიციებიდან უკან არ დაიხევენ, ამას ჩვენ ვაიძულებთ" 05.02.2020 16:11

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდორანი, სირიის ასადის რეჟიმს მოუწოდებს მისმა ძალებმა იდლიბის პროვინციაში განლაგებული თურქული პოზიციებიდან უკან დაიხიონ თუ არა ამას „თურქეთი თავად გააკეთებს“.

 

„თურქეთის საჰაერო და სახმელეთო ძალები იმოძრავებენ ყველა ოპერატიულ ტერიტორიაზე სირიაში და იდლიბში და ისინი გაანხორციელებენ ოპერაციებს, თუ ამის აუცილებლობა იქნა“,-განაცხადა ერდოღანმა მმართველ პარტიასთან საუბრისას.

 

მისივე თქმით, სირიის რეჟიმი არღვევს იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტისთვის იყო მიღებული.

 

„ორი დღის წინ, ჩვენს ჯარისკაცებზე თავდასხმა იყო ის წერტილი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა“, - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ თუ თურქ ჯარისკაცებს და მათ მოკავშირეებს საფრთხე დაემუქრებათ „თურქეთი ყველანაირი გაფრთხილების გარეშე იმოქმედებს“.

 

შეგახსენებთ, 2018 წელს, თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ იდლიბი დეესკალაციის ზონად ჩამოყალიბდებოდა, სადაც სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყვეტილიყო. ანკარამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მოსკოვს არაერთხელ მოუწოდა „შეეჩერებინა მოკავშირე ასადის რეჟიმი“.

 

ორი დღის სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბის პროვინციაში თურქულ პოზიციებზე იერიში მიიტანეს, რომლის დროსაც 6 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. საპასუხოდ, ანკარამ ასადის ძალების პოზიციებზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები განახორციელა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ